საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე მოსკოვში მართლმადიდებელი ერების ერთობის ფონდის პრემიით დააჯილდოვეს. ფონდის ხელმძღვანელი სრულიად რუსეთის პატრიარქი, კირილია, რომელიც დაჯილდოვების ცერემონიალს უძღვებოდა. რუსეთის პატრიარქის განცხადებით, ილია მეორე არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ მართლმადიდებელ სამყაროში უდიდესი პატივისცემით სარგებლობს. მისი მოღვაწეობა კი, მიუხედავად მძიმე წლებისა, ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის ქრისტესმიერ სიყვარულს და პატივისცემის შენარჩუნებას ემსახურება .
საქართველოს პატრიარქმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს ჯილდო ქართველი ხალხის და ქართული ეკლესიის დამსახურებაა, რომელმაც ღვთის დიდი სიყვარული გამოავლინა. პატრიარქი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემასაც შეეხო და ბრძანა, რომ ღმერთის შეწევნით და ბრძენი ადამიანების დახმარებით საქართველოსა და რუსეთში, ამ ორი რეგიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ეს კი ყველა მხარისათვის უკეთესი იქნება - დასძინა უწმინდესმა.
მასალის გამოყენების პირობები