მოძრაობა "ერთსულოვნების" წევრები პრეზიდენტის რეზიდენციასთან "ღირსების შეკრებას" მართავენ და პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ. ამასთან აქციის ორგანიზატორებმა მიმართეს, პარლამენტის თავმჯდომარეს რომ ხვალიდან პრეზიდენტის უფლებამოსილება, კონსტიტუციის თანახმად, სწორედ მან გადაიბაროს.
,,საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია და გთხოვთ, გაითვალისწინოთ თქვენი ამომრჩევლების, საქართველოს მოსახლეობის უმრავლეობს მიერ გამოხატული ნება და შეუდგეთ კონსტიტუციით თქვენზე დაკისრებულ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას", _განაცხადა ,,ერთსულოვნების" ლიდერმა მიხეილ ანდღულაძემ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "ერთსულოვნების" წევრება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.