მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს ევროპა არის გაყოფილი ახალი კედლით, რომელიც ააგო გარე ძალამ და ეს კედელი საქართველოს შუაგულში გადის.
სააკაშვილის თქმით, ამ კედლის არსებობა აფერხებს ყველანაირ პროგრესს და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ძალაუფლების კანონი ჩაგრავს გონიერების კანონს.
"დღეს ჩვენ ვდგავართ თქვენს წინაშე დემოკრატიულად არჩეული ლიდერი ამაყი და სუვერენული ერისა, როგორც ჰაველმა და სხვა ლიდერებმა განაცხადეს წინა კვირაში. ევროპა დღეს არის გაყოფილი ახალი კედლით, რომელიც ააგო გარე ძალამ და ეს კედელი გადის საქართველოს შუაგულში. ეს არის კედელი, რომელიც მოიცავს ჩვენი ტერიტორიის ერთ მეხუთედს. კედელი, რომელიც კიდევ ერთხელ ჰყოფს ევროპას ქმნის ახალ ხაზებს რეპრესიების და შიშის. ეს შესაძლოა არაპოპულარულია, მაგრამ მე ვალდებული ვარ სიმართლე ვთქვა. სიმართლე კი ის არის, რომ ამ კედლის არსებობა აფერხებს იმ პროგრესს, რომელმაც ჩვენამდე ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ მოაღწია. ეს ახალი კედელი ჩვენ გვეუბნება, რომ კიდევ ერთხელ ძალაუფლების კანონი ჩაგრავს გონიერების კანონს. მე ვხედავ მხოლოდ ტრაგედიას და ფაქტობრივად და ეს კედელი აშენდა იმავე ხალხის მიერ, რომელთა შეხედულებები კოლექტიურად დამარცხდა უარყოფილი იქნა 20 წლის წინ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაზე და განაცხადა, რომ რუსეთმა გასული წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ მიმართა შეიარაღებულ აგრესიას, ეთნიკურ წმენდას, მასობრივ ძალადობას და უკანონო ოკუპაციას.
"ერთი წლის წინ ჩემი ქვეყანა დაიპყრეს ტანკებმა სამხედრო თვითმფრინავებმა ბომბებმა და კიბერჰაკერებმა გადაუარეს ჩვენ ქალაქებს სოფლებს, ინფრასტრურქტურას და ეკონომიკას. ასობით ჩვენი მოქალაქე მოკლეს და დაჭრეს. ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი გახდა ეთნიკური წმენდის მსხვერპლი, რის შესახებაც დამოუკიდებელი ადამიანების უფლებათა დაცვის ორგანიზაციები საუბრობდნენ. მხეცური მოქმედებები საერთაშორისო სამართლის პირდაპირი რღვევები უპასუხოდ არის დატოვებული. ეს არის ის ფაქტები, რისი წარმოჩენაც ჩვენ გვსურს და მას ჰქვია თავისი სახელი შეიარაღებული აგრესია, ეთნიკური წმენდა, მასობრივი ძალადობა და კანონო ოკუპაცია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა