საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი თბილისში ფინეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა 81:64 მოიგო.
თბილისი არენაზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მატჩი 50 წუთით გადაიდო, პრობლემა ჰქონდა დარბაზში დამონტაჟებულ ტაბლოს.
გადამწყვეტი ორი ტური კი თებერვალში გაიმართება – საქართველო დანიას უმასპინძლებს და სერბეთს ესტუმრება.