რას ამბობენ ჩვენი ოპონენტები, რას ამბობს მაგალითად ნაცმედია, რას ამბობენ უცხოელები, რას ამბობენ „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები იმაზე, ეს არის თუ არა მისაღები ფორმა პროტესტის გამოხატვის?! - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რითაც ცესკოს თავმჯდომარისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მან ამ დრომდე ვერ მიიღო ოპოზიციის ლიდერებისგან პასუხი, არის თუ არა გამოხატვის ეს ფორმა მისაღები.
„გადაშავებულს ვატარებ თუ ეს მისაღები ფორმაა ოპოზიციის ლიდერებს. მელანი გადაასხითო, რომ იძახის ვაშაძე, მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე თუ მისაღები ფორმაა.
ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება და ჩვენც გაგვაპროტესტებინეთო. ჩვენ ხმები არ მოგვიცია იქო? ჩვენ უფლებებს ვინ იცავსო და მიგვიშვითო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენ გვიწევს ამ ხალხის დაკავება და გაკავება. ვერ წარმოიდგენთ რამდენი ადამიანი გვიკავშირდება და მიგვიშვითო გვეხვეწება. და თუ ეს მისაღები ფორმაა, მე პირადად ვაძლევ გარანტიას, რომ მელნის გარეშე ვერ გაივლიან ქალაქში. რა მიდგომაა, რა მოცემულობაა ეს?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, კიდევ უფრო მძიმე იქნება მდგომარეობა თუ აღმოჩნდება ექსპერტიზის შედეგად, რომ გიორგი კალანდარიშვილს თვალი აქვს დაზიანებული. ამ შემთხვევაში უკვე საქმე დანაშაულთან გვექნება.