"ჩვენ ვრჩებით, შენ წადი" - ქალთა მარშის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან პერფორმანსი გამართეს და ჩემოდნები დაყარეს. როგორც ისინი აცხადებენ, სამგზავრო ჩემოდანი აქციის სიმბოლოა, რომელიც ქვეყნიდან სიღარიბეს გაქცეული ემიგრანტი ქალების ცხოვრებას გამოხატავს.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "წადი, წადი", "ჩვენ ვრჩებით".
ქალთა მარში თავისუფლების მოედნიდან დაიწყო. ივანიშვილის სასახლესთან საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული.