ერი, რომელიც გადარჩენისთვის არ იბრძვის, ის ერი ქრება, ჩვენ ახლა გვაქვს გადარჩენისთვის ბრძოლა, სად იქნება ჩვენი ქვეყანა- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
„ბოლშევიკები ამ ქვეყანას არ სჭირდება, თუმცა ძალიან ბევრი ბოლშევიკი გვყავს ხელისუფლებაში, ბევრი რუსი გვყავს ხელისუფლებაში. ყველაფერს თავისი სახელი მინდა, დავარქვა - ის რაც ამ არჩევნებით გაკეთდა, კონსტიტუციური გადატრიალებაა. ამიტომ პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი და სადაც იქნება უსამართლობა იქ უნდა ვიდგეთ!"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ქართულ ოცნებას არც დასავლეთის და არც ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერა არ აქვს:
„დიდხანს ვერ გაძლებს [ქართული ოცნება]. გახსოვთ 4 წლის წინაც ეს პროტესტი შარლ მიშელის დოკუმენტით დასრულდა, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა. ერთ-ერთ მთავარ პარტიას ნებისყოფა არ ეყო და პარლამენტში ხელმოწერის გარეშე შევიდა. ეს იყო ამ პროექტის ჩაგდების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ, სიმართლე უნდა ვთქვათ, რა შეცდომები იქნა დაშვებული.
ახლა, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ესენი მარტო დიდხანს ვერ გაძლებენ, რადგან მათ არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა დასავლეთ სამყაროსგან და არ აქვთ ამომრჩევლის მხარდაჭერა“, - განაცხადა ხაზარაძემ.