"საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება", _ წერენ სეპარატისტები და აღნიშნავენ, რომ სწორედ საქართველოს მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება იქნება სტარტი აფხაზეთის საერთაშორისო სტატუსის ლეგიტიმაციისა.
"საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რეგიონალური უსაფრთხოების მყარი სისტემის აგების გარანტი იქნება. ამიტომაც სრულიად უსაფუძვლოა რიგი მოქალაქეების მიერ გავრცელებული მითები იმის შესახებ, რომ საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება "საშიშია" და სჯობს ამაზე უარი ვთქვათ",_ წერენ სეპარატისტები და აღნიშნავენ, რომ მათსა და რუსეთის ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორობას არაფერი ემუქრება.
"აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა ეს მსოფლიოს ახალი პოლიტიკური რუკის განუყოფელი ნაწილია და ადრე თუ გვიან მთელს საერთაშორისო საზოგადოებას ამ ფაქტის აღიარება მოუწევს",_ წერენ სეპარატისტები.