აფხაზი სეპარატისტები წერენ, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლას და ამით გამოწვეულ პოლიტიკურ ცვლილებებს აფხაზეთის ხელისუფლება და მოსახლეობა მშვიდად აღიქვამს. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საპარლამენტო არჩევნების შემადეგაც აგრძელებს "მეზობელ ქვეყანაში" შიდაპოლიტიკური დინამიკის ანალიზირებას.
სეპარატისტები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას "არავითარი ილუზია არ აქვს ე.წ. ახალ მიდგომებთან დაკავშირებით საქართველოსა და აფხაზეთს შორის სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტის მოგვარების საქმეში, რომელსაც საქართველოს ახლადდანიშნული მინისტრები ასე ფართოდ რეკლამირებენ".
"როგორიც არ უნდა იყოს "აფხაზეთის დეიზოლაციის" დაპირება, მოგცენ ჩვენ "ყველაფერი აღიარების გარდა", "ილაპარაკონ აფხაზებთან პირდაპირ", "გახსნან სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით" - ქართველი სტრატეგების მიზანი ერთია - ნებისმიერი გზით დააბრუნონ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში",_ წერენ სეპარატისტები და აღნიშნავენ - "ჩვენ ძალიან კარგად ვართ ინფორმირებულნი იმისათვის, რომ ამ ყოველმხრივ პოლიტიკურ-დიპლომატიურ ხაფანგებში არ გავებათ, რომლებსაც მავანნი აფხაზეთის ირგვლივ ანთავსებენ", _ წერენ სეპარატისტები.
მათივე განცხადების მიხედვით, ამაზე არსებობს აფხაზეთის ე.წ. პოლიტიკური ხელმძღვანელობის "მყარი პოზიცია".
"აფხაზური მხარე შესაძლოა მზად იყოს საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გაფოემებაზე ისაუბროს, მაგრამ მხოლოდ ამგვარი მოლაპარაკებების ფორმატის მისაღებობის პირობებში", _ წერენ სეპარატისტები.