ხვალ, 23 ოქტომბერს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „კოტე მარჯანიშვილის" პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლი ეძღვნება კოტე მარჯანიშვილის დაბადების 140-ე და მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დაარსების 85-ე წლისთავს.
გურამ ბათიაშვილის სცენარის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორებმა ლევან წულაძემ დადიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა.
სპექტაკლში ასახულია თეატრის შექმნის ისტორია.
მონაწილეობენ მსახიობები: აკაკი ხიდაშელი, ეკა ჩხეიძე, მანანა კოზაკოვა, ნინო დუმბაძე, ლილე ფილფანი და სხვა.