ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს ზურაბ მარტიაშვილი, გივი ფურცელაძე, გენადი იმერლიშვილი და ნუკრი კახაბრიშვილი.
აღნიშნული ჯგუფის წევრებმა პირადი ანგარების მიზნით სხვადასხვა ფირმებისა და ინდმეწარმეების სახელით ერთობლიობაში 10 000 ლარის ღირებულების საქონელზე გამოწერეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედდებულები, რითც სახელმწიფო ბიუჯეტს კი მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.