აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირლანდიაში ჩაბიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დონალდ ტრამპს აეროპორტში ირლანდიის ვიცე-პრემიერი საიმონ ჰარისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰელენ მაკენტი დახვდნენ.
ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი პრეზიდენტ კეთრინ კონოლისა და პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინს შეხვდება. ასევე, აშშ-ის ელჩის, ედვარდ უოლშის რეზიდენციაში შეხვდება ამერიკელ და ირლანდიელ ბიზნესმენებს.
მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტი კლერის საგრაფოში გაემგზავრება, სადაც გოლფის ტურნირს, „ირლანდიის ღია პირველობას“ დაესწრება.
Reuters-ის მიხედვით, შეხვედრებზე შესაძლოა განიხილონ ეკონომიკური საკითხები, აშშ-ირლანდიის სავაჭრო ურთიერთობები და ირანთან ომი.