ცოტნე გამსახურდიას საქალაქო სასამართლოში საქმის წინასწარ მასალებს გააცნობენ.
მოსამართლე ორ საქმეს აერთიანებს. ერთი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მუხლით არის წაყენებული და მეორე, რომელიც განზრახ მკვლელობის ბრალდებას ეხება.
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, ქეთი ბექაური მოსამართლისაგან ფარული აუდიო და ვიდეო მასალების გაცნობას ითხოვს.
"მოსამართლისაგან მოვითხოვთ წარმოგვიდგინოს არა მარტო ჯაშუშობისა და შეთქმულების ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები, დოკუმენტალური მტკიცებულებები, არამედ ჩვენ ვითხოვთ წარმოგვიდგინოს საქმეზე თანდართული ნივთმტკიცებები. ყველა ის ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომელთა გარეშეც სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა არ მოხდება სრულყოფილად", _ განაცხადა ქეთი ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 27 ოქტომბერს დააკავეს. გამსახურდიას მეზობლის, დავით ბაჯელიძის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ.