დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა.
2026 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჯამში 849 448 ვიზიტორი დაფიქსირდა, მათ შორის 505 209 საერთაშორისო ვიზიტორი.
ვიზიტორების რაოდენობით ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი, სათაფლია და ოკაცეს კანიონი წარმოადგენენ. აღნიშნულ ხუთ დაცულ ტერიტორიაზე ჯამურად ვიზიტორთა 68% დაფიქსირდა.
ზაფხულის სეზონზე დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა გაზრდილი ნაკადი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში ეკოტურიზმის მზარდ ინტერესზე. დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალი ეკოტურისტული მიმართულებების განვითარებას, რათა ვიზიტორებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, ბუნებრივ გარემოში მოგზაურობისა და სხვადასხვა ტურისტული აქტივობით სარგებლობისთვის.