წუხელ თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაუდგენელმა პირმა 40 წლის მამია ტუღუში მოკლა. შემთხვევა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ლიფტთან მოხდა.
მოკლული კომპანია "ავერსის" თანამშრომელია. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიებას ვაკე-საბურთალოს პროკურატურა აწარმოებს.