კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 2009 წელს ზედამხედველობის სფეროში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 2009 წლის განმავლობაში გუბერნატორის ადმინისტრაციას იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის კახეთის განყოფილებაში რეგისტრირებული 302 ნორმატიული აქტი გადაეგზავნა. აქედან, ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამართლებრივი ხასიათის შენიშვნა 144 აქტზე გაიგზავნა.
ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 37 ნორმატიული აქტი, შენიშვნა გაიგზავნა 21 აქტზე; გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 33 ნორმატიული აქტი, შენიშვნა გაიგზავნა 11 აქტზე; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 44 ნორმატიული აქტი, შენიშვნა გაიგზავნა 20 აქტზე; თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 41 ნორმატიული აქტი, შენიშვნა გაიგზავნა 26 აქტზე; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 30 ნორმატიული აქტი, შენიშვნა გაიგზავნა 12 აქტზე; საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 40 ნორმატიული აქტი, შენიშვნა გაიგზავნა 23 აქტზე; სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 35 ნორმატიული აქტი, შენიშვნა გაიგზავნა 20 აქტზე; ყვარლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 42 ნორმატიული აქტი, შენიშვნა გაიგზავნა 11 აქტზე.
საანგარიშო წლის განმავლობაში ზედამხედველობის ორგანოში კონსულტაციისთვის გადაიგზავნა 2 ნორმატიული აქტის პროექტი. ზედამხედველობის პროცესში არცერთი სამართლებრივი აქტი არ გასაჩივრებულა.