საქართველოს მოქალაქე ასია დარბინიანს, საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. დარბინიანი მოთავსებულ იქნა ბათუმის N3 საპყრობილეში.
შეგახსენებთ, რომ 1 სასაზღვრო სექტორ „სარფი"-ს მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ასია დარბინიანი 23 იანვარს დააკავეს.