პოლიციამ ვაკეში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა.
ერეკლე ჩინჩალაძეზე ძებნა გამოცხადდა. ეჭვმიტანილს 18 წლის რაჟდენ დარბაიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ინციდენტი კვირას, ბაზალეთის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც ჩინჩალაძემ დარბაიძეს 7 ტყვია ესროლა.
დაზარალებული მძიმე მდგომარეობით, ამ დრომდე მე-4 საავადმყოფოში იმყოფება.