სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს დაცვის სამინისტროს 8 თანამშრომელი და ორი მეწარმე დააკავეს.
როგორც შსს-ში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოსო თოფურიძემ განაცხადა, გიორგი ვალიშვილი, დავით ხმიადაშვილი, მამლუქ ხადური, გიორგი ჯიოშვილი, ვალერიან ვალიშვილი, ავთანდილ პეტრიაშვილი, დავით ყერგელაშვილი და ტრისტან ქარჩავა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებასთან დაკავშირებით მეწარმეებთან მუდმივად კორუფციულ გარიგებას აწარმოებდნენ და მათგან ქრთამს იღებდნენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლების გარდა ქრთამის გაცემის ფაქტზე დაკავებულია ორი მეწარმე - ჯემალ ჩხაიძე და გოჩა მოისწრაფიშვილიც.
დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს