ვაკეში მომხდარი ინციდენტი გახსნილია. სამართალდამცველებს 18 წლის რაჟდენ დარბაიძის დაჭრაში ეჭვმიტანილი უკვე ჰყავს.
ეჭვმიტანილის ვინაობა ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოს ის, რომ სამართალდამცველები მის დასაკავებლად საჭირო ოპერაციისთვის ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ ვაკეში, 18 წლის მოზარდი დღეს, გამთენიისას დაჭრეს. შემთხვევა ბაზალეთის ქუჩაზე მოხდა. 18 წლის რაჟდენ დარბაიძეს თავის არეში მძიმე ჭრილობა ცეცხლსასროლი იარღით აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდის დაჭრა თანატოლებთან შელაპარაკებას უკავშირდება. თავდაპირველად დაჭრილი ქალაქის მეცხრე, მოგვიანებით კი მეოთხე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის და პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. სამართალდამცველები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
რაჟდენ დარბაიძის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა. საქმეზე გამოძიებას ვაკე-საბურთალოს პროკურატურა აწარმოებს.