საფრანგეთმა რუსეთისთვის სამხედრო ხომალდ "მისტრელის" მიყიდვა ოფიციალურად გადაწყვიტა.
მოსკოვი ხომალს მარტში იყიდის. ინფორმაციას საინფორმაციო ვებ-გვერდი "ევრაზია ნეტი" ელისეის სასახლეს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ხომალდის მიყიდვა მოსკოვისთვის პარიზში, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტისას მოხდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდის "მისტრალის" შეძენა უკვე კარგა ხანია სურს. რუსეთის საზღვაო ძალების მეთაურმა ვლადიმერ ვისოცკის განცხადებით, "მისტრალის" კლასის ხომალდის ყოლის შემთხვევაში რუსეთის საზღვაო ძალებს საშუალება ექნებოდათ უფრო ეფექტური ოპერაცია განეხორციელებინათ შავ ზღვაზე საქართველოსთან შარშანდელი აგვისტოს ომის დროს. მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ ხომალდს მხოლოდ 40 წუთი დასჭირდება იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 26 საათში ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდი "მისტრალი" ამავე დროს ვერტმფრენმზიდიცაა.
სამხედრო გემის რუსეთისთვის მიყიდვის საკითხი პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს შორის დღემდე დავის საგნად რჩება.