აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არ გამორიცხა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიამიში "დიდი ოცეულის' სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ.
„ჩვენ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტზე მოვიწვიეთ... ასეთი შესაძლებლობა [პუტინისა და ტრამპის შეხვედრის] დეკემბერში იქნება, თუ ის [პუტინი] ჩამოვა. თუ მათი შეხვედრისთვის სხვა შესაძლებლობა გამოჩნდება და მას კონკრეტული მიზანი ექნება, ეს კარგი იქნება. მათ უკვე არაერთხელ ისაუბრეს ტელეფონით“, - განაცხადა რუბიომ რუსული მედიის კითხვის პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.
მარკო რუბიოსგანცახდებით, აშშ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მაიამიში G20-ის სამიტზე მიწვევას განიხილავს, როგორც რუსეთისთვის სხვა ქვეყნებთან, და არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, დიალოგის შესაძლებლობას..
„ვფიქრობთ, რომ მისთვის ეს არის შესაძლებლობა, არა მხოლოდ პრეზიდენტთან [აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან], არამედ სხვა ლიდერებთანაც ისაუბროს“, - განაცხადა რუბიომ.
რუბიოს თქმით, შეერთებული შტატები ყოველთვის ღიაა კონფლიქტებზე, კრიზისებსა და სხვა უთანხმოებებზე დიალოგისთვის, მათ შორის რუსეთთან.
„შეერთებული შტატები ყოველთვის ღიაა მსოფლიოს ფაქტობრივად ნებისმიერ ქვეყანასთან [მათ შორის რუსეთთან] საუბრისთვის კონფლიქტთან, კრიზისთან ან ნებისმიერ უთანხმოებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ჩვენს შორის არსებობდეს“, - განაცხადა რუბიომ.