რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოველმა სამართალდამცავებმა რუსეთის დედაქალაქში ორ თავდახმაში ეჭვმიტანილთა ჯგუფი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა შორის საქართველოს ორი მოქალაქეა.
"დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან სიმფეროპოლის ბულვარზე მდებარე სამკერვალო ფირმაზე თავდახმისათვის. ბოროტმოქმედებს სახეები დაფარული ჰქონდათ. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ფირმაში მყოფ მეწარმეს. იგი სკოჩით დააბეს და მას თოფით ემუქრებოდნენ. ამის შემდეგ მათ ყველა ფასეული ნივთი წაიღეს და მიიმალნენ",_ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით,ბოროტმოქმედთა ნადავლი გახდა _ ორი მობილური ტელეფონი, ნოუთბუკუ, 60 ათასი რუსული რუბლი და დაზარალებულის კუთვნილი "მიცუბიშის" ტიპის ავტომობილი, რომელზეც მიიმალნენ კიდეც. აღნიშნული დანაშაულისათვის სასჯელი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კანონმდებლობით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს.
რუსული მედიი ინფორმაციით, ყველა გატაცებული ნივთი ამოღებულია.
ამას გარდა, აღნიშნული ჯგუფი ასევე ეჭვმიტანილია საცხოვრებელი ბინის გატეხვაში.