დღეს, 28 მაისს, 22:00 საათზე შარდენის ქუჩაზე, სამხატვრო აკადემიის მცირე საგამოფენო დარბაზში " აკადემია+" გამოფენა სახელწოდებით "დიალოგი" გაიხსნება.
პროექტი "დიალოგი" გამოფენების ციკლიდან By Night - ღამით მესამე გამოფენაა.
ექსპოზიციის ავტორი ანდრია დოლიძე სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის სპეციალობის, მაგისტრის I კურსის სტუდენტია.
კონცეფცია: დიალოგი მხოლოდ მონაცვლეობით საუბარს, რეპლიკების ერთობლიობას, ჟესტებს, მიმიკებს არ მოიცავს. დიალოგი მუდმივი პროცესია, ურთიერთობა სამყაროსთან.
საგამოფენო მედია-ინტეგრირებული ქანდაკება, ვიდეო პროექცია და ფერწერა.
გამოფენა სამხატვრო აკადემიის დაარსებიდან 90წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება.