დღეს, 26 მაისს, 12:00-იდან 19:00 საათამდე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვარდების რევოლუციის მოედანზე ფოლკლორული მუსიკის კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა", ანსამბლი "ქალგულო", ქორეოგრაფიული ანსამბლი "შეჯიბრი", ვოკალური ანსამბლი "ურმული", ვოკალური ანსამბლი "ლაშარი", ქორეოგრაფიული ანსამბლი "ერისიონი 2", ქორეოგრაფიული ანსამბლი "პატარა ერისიონი", პატარა მედოლეები, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "მძლევარი", თსუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი, ქორეოგრაფიული ანსამბლი "მეტეხი", ვოკალური ანსამბლი "საგალობელი", ქორეოგრაფიული ანსამბლი "იმედი" და ლატვიის ფოლკლორისა და ცეკვის ანსამბლი "დრუვა".
ანსამბლი "დრუვა" წარმოადგენს საკონცერტო პროგრამას - "სალდუს მთის წვერზე", "აი, როგორ ვცხოვრობთ" და "მხიარულმა ვიცხოვრო".
ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.