დღეს ბაქოში ქართული საღამო გაიმართება. კონცერტს ანრი ჯოხაძე, ნინი შერმადინი , ნინო ძოწენიძე და ვერიკო ტურაშვილი გამართავენ. მაყურებლის წინაშე წარდგება აზერბაიჯანში მცხოვრები ცნობილი ქართველი მუსიკოსი მანანა ჯაფარიძე. იცეკვებს სალომე ჭაჭუა.
საღამოზე მიწვეული სტუმრები ქართულ ღვინოს, ყველსა და ტკბილეულს დააგემოვნებენ.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ევროვიზიის ქართველი მონაწილის სცენოგრაფიაზე ქართველი რეჟისორი ლაშა ონიანი მუშაობდა. ჯოხაძე გიგანტურ დოლზე დაუკრავს.
რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 22-სა და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება. კონკურსის ლოგოა "ცეცხლოვანი ყვავილი", სლოგანი - "დაანთე ცეცხლი". კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს.