"ლეიბორისტული პარტია" საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და ხელისუფლების ქმედებების გამოსაძიებლად გაერო-ს უშიშროების საბჭოს სპეციალური სასამართლო ტრიბუნალის შექმნას სთხოვს. ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის რეჟიმი საფრთხეს უქმნის მშვიდობას როგორც ქვეყანაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც.
როგორც "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღეს გამართულ პრესკიონფერენციაზე განაცხადა, ამის მაგალითია უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას განვითარებული მოვლენები.
"საქართველოდან უკრაინაში მიხეილ სააკაშვილმა დივერსიული ჯგუფები გადასხა, რომლის მიზანსაც დესტაბილიზაციის გამოწვევა წარმოადგენდა, რაც უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა. სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის პასუხისგებაში მიცემა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს", _ განაცხადა გუგავამ და აღნიშნა, რომ გაერო ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
"ლეიბორისტების" მიმართვა გაერო-ს დღესვე გადაეგზავნება.