ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს თამაზ და კახა მარდალეიშვილები, რომლებსაც ქ. ქუთაისში ზ. ანჯაფარიძის #21-ში არსებული თამბაქოს საამქროდან სენაკის მიმართულებით "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსით 90 ყუთში მოთავსებული 54 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების სიგარეტი გადაჰქონდათ. სამართალდამცველების მიერ აუქციზო სიგარეტი და სატრანსპორტო საშუალება ამოღებულ იქნა, ხოლო ინდმეწარმე "დავით იაშვილის" კუთვნილი თამბაქოს საწარმო დალუქეს.
წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.