უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოცხადებამ 65,68% შეადგინა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის ცესკომ გაავრცელა.
უკრაინის ცესკოს ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ ეს მონაცემები დაფიქსირებულია 20:00 საათისთვის როდესაც საარჩევნო უნბები დაიხურა.
უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაიტვალოს გამოცხადებამ 50%-ს პლიუს ერთი უნდა შეადგინოს.
უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ყველა ეგზიტპოლის მონაცემები თითქმის იდენტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვინაობა 7 თებერვალს არჩევნების მეორე ტურში გაირკვევა.
კომპანია SOჩIS-ის ტელეარხ "ICTV", ასევე "სლავიკ შუსტერს სტუდიოს" და ნაციონალური ეგზიტპოლი _ 2010-ის შედეგების მიხედვით, ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს. მეორე ადგილზე კი საშუალოდ 10-პროცენტიანი სხვაობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრუი იულია ტიმოშენკოა. მესამე ადგილზე კი ბანკირი სერგეი ტიგიპკოა.
ოდნავ განსხვავებულია ნაციონალური ეგზიტოლი - 2010-ის შედეგები, რომელიცვ მიხედევით, იანუკოვიჩმა 31.5 პროცენტი მოიპოვა, ხოლო იულილა ტიმოშენკომ 27.2პროცენტი.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 18 კანდიდატი მონაწილეობდა _ ირინა ბოგისლოვსკაია, მიხაილ ბროდსკი, ანატოლი გრიცენკო, იური კოსტენკო, ვლადიმერ ლიტვინი, ალექსანდრ მოროზი, ალექსანდრ პაბატი, ვასილი პროტივსიხი, სერგეი რატუშნიაკი, ოლეგ რიანონოკი, პეტერ სიმონენკო, ლუდმილა სუპრუნი, იულია ტიმოშენკო, სერგეი ტიგიბკო, ოლეგ ტიაგნიბოკი, ვიქტორ იუშჩენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი, არსენი იაცენიუკი.
ეზიტპოლების მიხედვით ლიდერობს ვიქტორ იანუკოვიჩი - 34.7%. შემდეგ მოდიან _ იულია ტიმოშერნკო 24/4%, სერგეი ტიგნიბკო 11.5%, არსენი იაცენიუკი 8/9%, ვიქტორ იუშჩენკო - 5,4%, პეტერ სიმონენკო 3,1%, ვლადიმერ ლიტვინი 2,2%, ოლეგ ტიგნიბოკი 1,7%, ანატოლი გრიცენკო - 1,4%, სხვა კანდიდატები 1.9%, არავის არ დაუჭირა მხარი 4,4%
არჩევნები უკრაინის 225 ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში გაიმართა. ცესკოს მიერ რეგისტრირებული იყო 36,577 მილიონი ამომრჩეველი.