ენმ-ის მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, გიორგი ბარამიძის დაკავების საბაბი მისი პოლიტიკური განცხადების ინტერპრეტაცია გახდა.
ირაკლი ფავლენიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთში გია ბარამიძისთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" "პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირა და პატიმრობა შეუფარდა გია ბარამიძეს".
"გია ბარამიძე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იბრძვის თავისუფალი, ძლიერი საქართველოსთვის, ის იბრძოდა იარაღით ხელში აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამის შემდგომ ის იბრძოდა მუდმივად პოლიტიკურად, მათ შორის მას აქვს განხორციელებული რეფორმები, რომლითაც შეიქმნა ძლიერი ქართული სახელმწიფო ინსტიტუციები. მისი მიზანი ყოველთვის იყო სასარგებლო საქმე ქართული სახელმწიფოსთვის.
მისი პოლიტიკური განცხადება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გახლავთ მისი დაკავების საბაბი, მისი დაკავების საბაბი გახლავთ ამ პოლიტიკური განცხადების ინტერპრეტაცია. მან განმარტა მკაფიოდ, რომ ის შინაარსი მას არ უგულისხმია, რითაც აღქმული იქნა საზოგადოების ნაწილის გარკვეული მიერ და ამაზე მან არაერთი განცხადება გააკეთა, თუმცა ამისდა მიუხედავად ის იქნა დაკავებული, რატომ? იმიტომ, რომ მისი დაკავების ბრძანება ჯერ კიდევ რუსულმა იმპერიამ გასცა, ერთი წლის წინ, ფაქტობრივად, მას მიესაჯა პატიმრობა რუსეთის მიერ და როგორც ყველაფერში, აქაც დააკოპირეს პუტინის, საკუთარი მბრძანებელი რეჟიმის ინსტრუქციის და რუსების მსგავსად შეუფარდეს პატიმრობა უკვე ადგილზე, საქართველოში ბატონ გია ბარამიძეს," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.