ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე მომხდარი გაზის ბალონის აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ბათუმის მერია დაეხმარება. ამის შესახებ ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ განაცხადა.
,,აფეთქების მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ. გარადა ამისა, ექსპერტები არიან შესული იმ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, რათა დავადგინოთ დაზიანების ხარისხი და მიზეზი. ექსპერტების დასკვნის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას ამ სახლის აღდგენასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში, როდესაც მოსახლეობა ზარალდება ჩვენ, ყოველთვის ვეხმარებით და ეს შემთხვევაც არ იქნება გამონაკლისი და შესწავლის შემდეგ, შევეცდებით ყველა იმ ოჯახს, ვისაც ზიანი მიადგა შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ", _ განაცხადა რობერტ ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ექვსი თვის ბავშვი. დაშავებულები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.