იანვარ-მარტში აჭარა 103 ათას 471 ვიზიტორმა მოინახულა, რაც 2011 წლის პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით 20,2%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2010-თან შედარებით კი 117,8%-ით მეტი.. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ-მარტში სულ აჭარაში 86 ათას 89 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2010 წლის იანვარ-მარტში კი 47 ათას 512 ვიზიტორი.
2012 წლის იანვარ-მარტში აჭარაში ჩასულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა იყო 38 ათას 725 ვიზიტორი, რაც 2011 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 57,6%-ით მეტია. 2011 წლის იანვარ-მარტში აჭარას 24 ათას 579 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, ხოლო 2010 წელს კი 12 ათას 551 ვიზიტორი.