ჰაიტიში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლტა რაოდენობა 200 ათას აღწევს, ამის შესახებ ქვეყნის შინაგადან საქმეთა მინისტრმა პოლ ანტუან-ბენ-აიმემ განაცხადა.
"ჩვენ უკვე შევძელით 50 ათასამდე ცხედრის შეგროვება და ველით რომ სულ შესაძლებელია დაღუპულ იყოს 100 დან 200 ათასამდე ადამიანი. თუმცა ჩვენ ზუსტ ციფრს ვერასოდეს გავიგებთ", განაცხადა მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით, 250 ათასზე მეტმა ადამიანმა სხვადასახვა სახის დაზიანება მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ კუნძულზე კვკლავ დაფიქსირდა მიწისქვესა ბიძგები, რომლის ეპიცენტრი დედაქალაქ პორტოპრენსიდან 60 კილომეტრში დაფიქსირდა. ამ დროისათვის ჰაიტში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ ნანგრევებში მოყოლი ადამიანების ცოცხლად ამოყვანის შანსი სულ უფრო მცირდება.