თბილისის საქალაქოს ასამართლომ ირაკლი დოკვაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.
დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და ირაკლი დოკვაძეს გოჩა კვირტიშვილისა და ელზა გულიაშვილის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, რისთვისაც მას სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელთა განმარტებით, ჩატარებული სასამართლო გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2009 წლის 25 აპრილს ირაკლი დოკვაძემ განზრახ მკვლელობის მიზნით თავში ჩაქუჩის ჩარტყმით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა გოჩა კვირტიშვილს. ამის შემდეგ, იგივე მეთოდით დოკვაძემ მრავლობითი დაზიანება მიაყენა გოჩა კვირტიშვილის ფეხმძიმე მეუღლეს, ელზა გულიაშვილს.