სამართალდამცველებმა მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 24 წლის ვლადიმერ პატაშური, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან ერთჯერადი გასროლით მძიმე ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, 22 წლის სოფიო მამულაშვილს. მამულაშვილი თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს სისლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის სამმართველო.