იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოს საარჩევნო კედექსში შეტანილი ცვლილებისა და დამატებების, კერძოდ მისი 12915 მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 15 იანვრიდან სამოქალაქო რეესტრის სააგენტო იწყებს დროებითი პირადობის მოწმობების გაცემას.
დროებითი პირადობის მოწმობები გაიცემა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნაცვლად იმ პირებზე, ვინც 2010 წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე შეიცვლიან საცხოვრებელ ადგილს და რეგისტრაციას გაივლიან ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით - `დროებითი პირადობის მოწმობას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც ჩვეულებრივ პირადობის მოწმობას, გარდა ერთი გამონაკლისისა - ის არ გამოიყენება საარჩევნო მიზნებისათვის. ანუ, ვინც 2010 წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე ახალი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით გაივლის რეგისტრაციას და მიიღებს დროებით პირადობის მოწმობას - 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილობას მიიღებენ იმ მისამართის მიხედვით, სადაც 2010 წლის 15 იანვრამდე იყვნენ რეგისტრირებულნი.~
დროებითი პირადობის მოწმობები ჩვეულებრივი - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებით 2010 წლის 1 ივნისიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე შეიცვლება