ფოთში მეზობლებს შორის შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.
მოკლულია 50 წლის ლალი სოხაძე. მეზობელმა, 40 წლის ირაკლი გაბედავამ მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.
დაჭრილია გარდაცვლილის მეუღლე ბუთხუზ სოხაძეც. მას დაზიანებები სახის, გულ-მკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში უკვე ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მეზობლების განცხადებით, მკველობაში ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ირაკლი გაბედავა უკვე დაკავებულია.