"რუსეთი და თურქეთი ამბიციურ გეგმებს ისახავენ და ენერგეტიკის სფეროში თანამშროლობის დივერსიფიცირებას აპირებენ", _ განცხადება ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიიპ ერდოღანმა მოსკოვის რაიონში მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენცია "ბარვიხში" გამართული შეხვედრისას გააკეთეს.
"რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები აღმავლობის გზას ადგას. ეს მართლაც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობებია. მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი რთული იყო, ჩვენი ურთიერთობებისთვის ეს წელი წარმატებული აღმოჩნდა", _ განაცხადა მედვედევმა შეხვედრის დასაწყისში და დასძინა, რომ რუსეთმა და თურქეთმა წარმატებით განავითარეს სავაჭრო-ეკონიმიკური ურთიეთობები.
რუსეთის პრეზიდენტმა გაიხსენა ისიც, რომ რუსეთი და თურქეთი ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში მსხვილი პროექტების რეალიზებით არიან დაკავებულნი.
"ამის გამო ძალიან გახარებულნი ვართ და მივიჩნევთ, რომ აქ ძალიან სერიოზული და დიდი კოოპერაცია გვაქვს", _ განაცხადა მედვედევმა.
თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობამ ბოლო დროს კულმინაციას მიაღწია.
"ამჟამად პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში მიზანმიმართული თანამშრომლობა ვითარდება", _ განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.