მოლდოვაში, რიშკანის რაიონის სოფელ სტარიე მიხაილიანისთან ახლოს, მინდორში მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
უწყების ინფორმაციით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად ხმელი ბალახი აალდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ამავე დღეს რუმინეთმა ორი გამანადგურებელი ააფრინა მას შემდეგ, რაც მისმა სისტემებმა ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა დააფიქსირეს.
ამის შემდეგ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში საჰაერო განგაში გამოცხადდა,
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რა ხასიათის საფრთხე იყო, თუმცა მეზობელმა მოლდოვამ განაცხადა, რომ დაახლოებით 16:20 საათზე მის ტერიტორიაზე სავარაუდოდ „შაჰედის“ ტიპის დრონი შევიდა.