თბილისი.21.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". დაკავებულია კიდევ ერთი ადვოკატი. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროკურატურიდან აცობეს, ადვოკატის ვინაობა დღეს 14:30 საათზე საქრთველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართებულ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტმა დააკავა ადვოკატი კახა ვიბლიანი, რომელმაც ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებულს მოტყუებით ფული გამოართვა. ბრალდებულის ახლო ნათესავებს კი უკვე შეწყალებით განთავისუფლების სანაცვლოდ მოტყუებით გამოართვა 15,000 დოლარი. გარდა ამისა, კახა ვიბლიანმა, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისათვის მსჯავრდებულ ვიტალი ტადიევის შეწყალების გზით განთავისუფლების სანაცვლოდ თაღლითურად მიისაკუთრა 18,000 დოლარი.
დღეს კახა ვიბლიანს წარედგინება ბრალდება დიდი ოდენობით სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლებისათვის. ხსენებული მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.