გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი გამოეხმაურა მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებას.
როთის თქმით, "გაყალბებული არჩევნებით შექმნილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს".
"გაყალბებული არჩევნებით შექმნილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. სოლიდარობა საქართველოში მშვიდობიანი აქციის ყველა მონაწილეს", - წერს როთი სოციალ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი და დიპლომატიური კორპუსი.
ამ დროისთვის, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება.