საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა
„მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები, სადაც შევძლებ მუდამ, იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, ვიდრე არ მივიღებთ ახალ არჩევნებს. ეს არის მიზანი, ეს არის მიზანი შიგნით, ეს არის მიზანი გარეთ, რომ გვქონდეს სრული მხარდაჭერა. არ უნდა დავთანხმდეთ, არ უნდა დავნებდეთ, ეს არის წინააღმდეგობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.