რაჭაში ხანძრის ძველ ადგილებზე ახალი მცირე კერები ისევ აალდა. ცეცხლი სოფელ ჩორჯოდან 8 კილომეტრის დაშორებულ ტერიტორიაზე კლდის ფერდობზე მიუვალ ადგილზეა მოდებული. ამის გამო ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის წარმომადგენლები. საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებში ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან.
"ამჟამად დიდი ფართობი არ იწვის, დაახლოებით 5 ჰექტარია, მაგრამ ეს არის ბუჩქნარი. როგორც ასეთი ცეცხლი არ არის მოდებული წიწვოვან ან ფოთლოვან სამრეწველო დანიშნულების ტყეებში. ჯერ ჯერობით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. ხოლო თუ საჭირო იქნება ჩვენ შეთანხმებული ვართ გარემოს დაცვის სამინიტროსა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან და ცეცხლის ლოკალიზება ვერტმფრენებით მოხდება",_ აცხადებს პრეზიდენტის რწმუნებული რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დავით გაგოშიძე.