აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია.
ბაიდენი ტრამპს ხელისუფლების გადაბარების თაობაზე ტელეფონით ესაუბრა და შეხვედრაზე მიიწვია.
შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, და ქვეყნის 47-ე პრეზიდენტი გახდა.