ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გამოსცა ახალი გაფრთხილება ქვეყნის უმეტეს ნაწილში 12-დან 15 ნოემბრამდე მოსალოდნელი ქარიშხლის გამო.
მესამე დონის და ზოგ შემთხვევაში მეო დონის გაფრთხილება გამოიცა ვალენსიის პროვინციის ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის ბალეარის კუნძულებზე, აგრეთვე გალიციის, კატალონიის და ანდალუსიის რაიონებში.
ანდალუსიის პროვინცია ალმერიაში ორშაბათს ძლიერი წვიმა და წყალდიდობა იყო, რის გამოც პატარა სანაპირო ქალაქ ბალანეგრას მერმა ნურია როდრიგესმა შეშფოთება გამოთქვა.
”ჩვენ ყველას ჯერ კიდევ გვახსოვს ვალენსიის სურათები,” - თქვა მან.
ამავდროულად, სინოპტიკოსმა მონიკა ლოპესმა აღნიშნა, რომ არ ელის, რომ ახალი ქარიშხალი ისეთივე ძლიერი იქნება, როგორიც ვალენსიაში ორი კვირის წინ მოხდა.
შეგახსენებთ, ოქტომბრის ძლიერმა წყალდიდობამ ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში 220 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.