აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებული აღჭურვილობის მომსახურებისა და შეკეთების მიზნით, უკრაინაში ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. იუწყება Reuters
თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, კონტრაქტორებს უკრაინაში მუშაობის ნებართვა ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიეცა.
ეს საშუალებას მისცემს პენტაგონს, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პირველად გააფორმოს კონტრაქტები ამერიკულ კომპანიებთან, რომლებიც მოქმედებენ უკრაინაში.
Reuters-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ეს დააჩქარებს უკრაინელი სამხედროების მიერ გამოყენებული იარაღის სისტემების შეკეთებას.
ამასთან, CNN განმარტავს, რომ იარაღის სისტემებს, რომლებსაც შეერთებული შტატების კონტრაქტორები გაუწევენ მომსახურებას, განეკუთვნება F-16-ის ტიპის გამანადგურებლები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.