ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა.
ისრაელის პრეზიდენტმ აღნიშნა, ომ მისი ბაიდენის შემცვლელის, დონალდ ტრამპის მთავარი მიზანი იმის უზრუნველყოფა უნდა იყოს, რომ ირანი „ვერ შეასრულებს ბოროტ განზრახვებს“.
მან მადლობა გადაუხადა ბაიდენს ისრაელის მხარდაჭერისთვის.
„ყველაფერი იწყება თეირანიდან. ყველაფერი იწყება ბოროტების იმპერიიდან. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა შეაფერხონ სტაბილურობა, უსაფრთხოება და მშვიდობა ისრაელის სახელმწიფოს განადგურების მოთხოვნით და ბირთვული იარაღის მოპოვების მცდელობით. ბატონო პრეზიდენტო, ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი თქვენი მთელი ვადის განმავლობაში და მომავალი პრეზიდენტის შემდეგი ვადის განმავლობაშიც, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ვერ შეასრულებენ თავიანთ ბოროტ განზრახვებს“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.