საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოკუპირებულ ახალგორში ეთნიკური ქართველების დევნასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამის რეაგირებას სთხოვს. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ახალი ინიციატივა არის კიდევ ერთი ახალი გეგმა იმისათვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები სრულ იზოლაზიაში მოექცეს.
"ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ამ რეგიონების ფაქტობრივი რუსული ანექსიის მიმართულებით და კიდევ ერთი ნაბიჯია იქით, რომ გადაადგილების შეზღუდვით, ადამიანის ძირითადი უფლების დარღვევით აიძულონ ადგილობრივი მოსახლეობა, რუსული მოქალაქეობა და რუსული პასპორტები მიიღონ", _ განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის ახალი ინიციატივით, 10 იანვრიდან ახალგორში ქართული პირადობის მოწმობებით შესვლა აიკრძალება.