ჩეხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
მის მიზეზია ანდრეი ბაბიშის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პეტერ პაველი იმ დელეგაციის შემადგენლობაში ვერ მოხვდა, რომელიც ანკარაში ნატო-ს სამიტზე მიემგზავრება.
პეტერ პაველი სარჩელში მოითხოვს, დადგინდეს, ვისი კომპეტენცია და უფლებამოსილებაა, გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მეთაურს ნატო-ს სამიტზე დასწრება.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ყველა მისი წინამორბედი ესწრებოდა ნატო-ს სამიტებს, ისევე როგორც თავად იმყოფებოდა ყველა სამიტზე 2023 წლიდან, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ.
სასამართლო ამ საკითხს ოთხშაბათს, 24 ივნისს, პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
პაველის თქმით, ბაბიში სამიტიდან მის "გამორიცხვას" ცდილობს და ამით "მისთვის კონსტიტუციის მიერ მინიჭებულ როლს ზღუდავს".