ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების სამ ვაკანტურ ადგილზე ამ დროისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 9 განაცხადია შესული.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხდა.
კონკურსანტებს დოკუმენტების წარდგენა 8 იანვრამდე შეუძლიათ.
საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისია თითო ადგილზე სამ კანდიდატურას შეარჩევს.
"დოკუმენტების მიღება 31 დეკემბრიდან დაიწყო და 8 იანვრამდე გაგრძელდება. დოკუმენტების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისია ერთ ვაკანტურ ადგილზე სამ კანდიდატს შეარჩევს, წარუდგენს პრეზიდენტს და აქედან უკვე ორ კანდიდატს პრეზიდენტი არაუგვიანეს 11 იანვრისა, პარლამენტს გააცნობს", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.